logo image

პეტრე ოცხელი
მუდმივად თანამედროვე

მხატვარი, ავანგარდისტი ხელოვანი, რომლის შემოქმედებამაც ქართული მოდერნიზმის და ეროვნული კულტურული ღირებულებების ევოლუცია განაპირობა.

 

მეტი

პროექტი12

პროექტი 12 პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილ თიბისის პროექტებსა და ღონისძიებებს ერთგვარად აჯამებს. პროექტის ფარგლებში, ახალი თაობის არტისტებმა ოცხელის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ხელოვნებაში იდეისა და ფორმის განახლება სცადეს. მათ მხატვრის გზავნილები თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ, ციფრულ, აუდიო, არქიტექტურულ თუ სხვა განზომილებებში გადაიტანეს. ოცხელის შემოქმედებასთან ერთად, პროექტის მიზანი ახალი თაობის ხელოვანების არტისტების წარმოჩენა და მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა.

პეტრე ოცხელი არა მხოლოდ სცენის მხატვარი, არამედ კულტურული მესიჯების ადრესატია. ის იღებს ისტორიულ გამოწვევას და ქმნის ახალ გზავნილებს. არტისტის გამოწვევაა, მოიძებნოს გამოსახულების უახლესი საკომუნიკაციო ფორმები, რითაც მოხერხდება კულტურული იდენტობის პროგრესი და აღდგენა. ახალი თაობის არტისტები „12“-ისთვის სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობენ.

მეტის ნახვა