logo image

ქეუ მეფარიშვილის და სალომე დუმბაძის
 

Shram-ი ორი არტისტის (ქეუ მეფარიშვილის და სალომე დუმბაძის) კოლაბორაციაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამამთავრებელ გამოფენაზე გამოჩნდა პირველი საერთო ნამუშევრით „ნატურალური ინკუბატორი“ (ევროპის სახლი, 2016 წ.). 2017 წლის სექტემბერში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ზამთრის ბაღში მათი პირველი სოლოგამოფენა „3016“ – ნინა პატარიძის კურატორობითა და ორგანიზაცია „პროპაგანდის“ მხარდაჭერით გაიმართა. გენდერი და ეკოლოგია მათი ძირითადი თემებია. მოიცავენ სხვადასხვა მედიას, როგორებიცაა: ინსტალაცია, ტანსაცმლის დიზაინი, ვიდეო.

 

 

პეტრე ოცხელის შესახებ

პეტრე ოცხელი უნიკალური მოვლენაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში, მისი ნამუშევრები განსაკუთრებულია იმით, რომ უსწრებს დროს და დღემდე თანამედროვეა.

 

ნამუშევარი პროექტ 12-ისთვის

რადგან ჩვენი ნამუშევრისთვის ოცხელის სცენის მხატვრობა ავირჩიეთ, პარალელი თანამედროვე სცენასთან გავავლეთ და ნეონის კონტურებით მუსიკის რიტმის იმიტაცია შევქმენით. ნეონის ფერები აქ თავისი დრამატურგიით ციმციმებს.